ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირის სიაში საქართველო მოგზაურობისთვის კვლავ უსაფრთხო ქვეყნად რჩება

 

ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. განახლებული სიიდან ამოღებულია ალჟირი, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანას ევროკავშირი კვლავაც მოგზაურობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

იტვირთბა....