aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცმა ალკოჰოლი ნისიად მოითხოვა, უარის შემდეგ მაღაზიის მეპატრონეს და მის ცოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს, თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა და თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა” – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....