ახალი ამბები პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებელი“, თამარ მეფის ქორწილი, ასეთი გამონათქვამებით ადამიანების მოზიდვა საარჩევნო ურნებთან რთულია” – დეკანოიძე

რაღაცების გაუბრალოება არ შეიძლება, – „სტრატეგია აღმაშენებელი“, თამარ მეფის ქორწილი, მგონი უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გამონათქვამებით ადამიანების მოზიდვა საარჩევნო ურნებთან რთულია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ განიხილებოდა. რადგან მასთან უთანხმოება ორ საკითხზე იყო.

“გიორგი ვაშაძე არ განიხილებოდა და არ განიხილება გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. უფრო მეტსაც გეტყვით – მასთან უთანხმოება ორ საკითხზე იყო. პირველი – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, ჩვენ ვთვლიდით, რომ ახლა ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა და ამ გადანაწილებების დრო არ არის და მეორე, პროპორციულ სიასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები.

ვფიქრობ, რაღაცების გაუბრალოება არ შეიძლება, – „სტრატეგია აღმაშენებელი“, თამარ მეფის ქორწილი, მგონი უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გამონათქვამებით ადამიანების მოზიდვა საარჩევნო ურნებთან რთულია, მთავარია რეალური გეგმები”, – წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს ვაშაძემ მხარდამჭერებს თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარუდგინა.

ანა დოლიძემ კი განაცხადა, რომ თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი.

იტვირთბა....