ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწვეტილევა უმრავლესობის 15 ხმით იქნება მიღებული, რასაც სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის განცხადებით, დეპუტატი ბოლო 6 თვის განმავლობაში სხდომებზე არ დადიოდა და სწორედ ეს გახდა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი.

საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა ფრაქციის თავმჯდომარე. მან საკრებულოს დეპუტატებს სამედიცინო დასკვნა წარუდგინა,სადაც ვაჟა თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, დეპუტატს მძიმე დაავადება აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დეპუტატს ნამდვილად აქვს მძიმე დაავადება.

იტვირთბა....