ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე დღის წესრიგიდან თანაპარტიელის, ვაჟა თავდგირიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ამოღებას მოითხოვდა, რაზეც უმრავლესობის მხრიდან უარი მიიღო.
მიშა ბოლქვაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომებს ვერ ესწრება და მან შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა. იგი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრი ვაჟა თავდგირიძე თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს და მისი უფლებამოსილების საკითხი დღის წესრიგში დადგა.