“ზოგი შეგვაწებს და ზოგი პირიქით. სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ ქვეყანა დააზიანონ, “ოცნება” და მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ. ახლა უნდა დავწყნარდეთ. მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგის თანამშრომლობას არაფერი ემუქრება.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან რაჭაში სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, გახარია კონგრესმენების მიერ, მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. სადაც კონგრესმენები წერენ: “საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობს, მანიპულირებულია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ.”