მთავარი ციტატა

“წინა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, “ოცნებას” რურუას გამოშვებაც საბოლოოდ მაინც მოუწევს”- ხოშტარია

“გიორგი რურუა ამ საქმეში არის მსხვერპლი. ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას. ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური არჩევნები, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა. გიორგი რურუა არათუ გამოვა ციხიდან, არამედ მოუგებს სახელმწიფოს და სისტემას და „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის. ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გამოვიდეს. ამის საშუალებები არსებობს. ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოოდ მოუწევთ.”

ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებთან გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....