aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვყავს 1 160 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით და დღეს არის 935 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი პაციენტიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ გუშინ გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 1 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია და ამ ეტაპზე გვყავს 42 დადასტურებული პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....