aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანს მათი არჩევა” – კელი დეგნანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ არჩევის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეუთანხმებლობას ეხებოდა. მისი თქმით, ეს დამოკრატიული პროცესია.

„ეს არის სწორედ დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელი. ეს არის კომპრომისი პარტიებს შორის, ეს არის იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და იმ პლატფორმებით წარდგენა, რომლებიც პრიორიტეტულია ამომრჩევლებისთვის, იმის განმარტება, თუ როგორ აპირებენ სხვადასხვა პარტიები, საუკეთესოდ წარმოადგნინონ ეს პრიორიტეტები. დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია. ვიმედოვნებ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ მათ არჩევის შემთხვევაში“, – განაცხადა დეგნანმა.

იტვირთბა....