“მირიან ნიკოლაძეს ვთავაზობ-ნებისმიერი ტელევიზიის კამერების თანდასწრებით,დღე ჩაირბინოს ის დაღმართი. ჩარბენამდე იქვე ვიქნები და ჯანდაბას,დამიძახოს”ბოტასა.”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, გუშინ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ელისო კილაძემ მიმართვა გაავრცელა და TV პირველის ჟურნალისტები და ტელეკომპანიის მფლობელი არაკოლეგიალურობაში დაადანაშაულა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.