პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი გორის რაიონულმა სასამართლოში ჩატარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ არაგვისპირთან მოხდა, რის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.