ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

თამარ ბაჩალიაშვილის ახალი “ფეისბუქ” გვერდი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის აღარ იძებნება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუქ” გვერდი ბოლო რამდენიმე საათია აღარ იძებნება. ამის ფონზე,  სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გაჩნდა. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში იძენებოდა და ახლა უკვე, ეს მისამართი მიუწვდომელი ან წაშლილია.

მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ პროფილის მისამართის ველში (URL) ეწერა არა თამარ ბაჩალიაშვილი, არამედ გიგა სიფრაშვილი – (https://www.facebook.com/giga.sifrashvili.545).

ახალ პროფილს სულ 16 გამომწერი და 5 მეგობარი ჰყავდა.

ცნობისათვის, გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუქ” გვერდი უკვე რამდენიმე საათია აღარ  იძებნება.

იტვირთბა....