გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუქ” გვერდი აღარ იძებნება. ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
აქვე გეტყვით, რომ 28 ივლისს გვიან ღამემდე გვერდი ხელმისაწვდომი იყო.
გადაცემა “დღის სტუმარის” წამყავანის კითხვაზე, ხომ არ გახსნილა უკვე ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, ადვოკატმა უპასუხა, რომ მისი თანდასწრების გარეშე კომპიუტერი არ გაიხსნება.
“ამის თაოაბზე არაფერს გეტყვით. მე მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში კომპუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით. კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება.ცსხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს” – განაცხადა ბაჩალიაშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.