“არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. მე პირადად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამცთუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად, დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი.
ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები გაგნიძე და ჟვანია 2012 წელს წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ამ საქმეში მათ იუსტიციის მინისტრი მფარველობს.