ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა. კითხას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, დადებითი პასუხი 38%-მა გასცა, ხოლო 15%-მა უპასუხა, რომ არ იცის.
NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.