ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ტყუილია, ჩვენ პარტიას პირადი შემოსავლებით ვაფინანსებ” – ვაშაძე სამადაშვილს პასუხობს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ეს არის ტყუილი. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციური ლიდერის მიმართ, არის “ტალახის სროლა”, რომელიც მმართველ გუნდს ადგება.

“ოპოზიციის მხრიდან ტალახის სროლა სხვა ოპოზიციურ ლიდერზე ეს არის ის საქმე, რაც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე არ ვაპირებ, რომ ვუპასუხო ქალბატონს [სალომე სამადაშვილს], რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პარტიის პოზიცია. ყველას ვურჩევ, რომ რაციონალურად შევხედოთ პროცესს”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება კითხვას, ვინ აფინანსებს ვაშაძის გუნდს, ის ამბობს, რომ საკუთარ თავს პირადად აფინანსებს. .

“ეს საკითხი, ჭორიკნული სტანდარტით, პირველად არ დასმულა. ამ თემას ატრიალებს ნებისმიერი, როცა უნდა. რაც შეეხება ჩემს დაფინანსებას, ჩვენი პარტია არის კვალიფიციური და აქამდე ამით მოვდიოდით. არის ჩემი პირადი შემოსავლები და შეგიძლიათ ნახოთ, რომ საექსპერტო საქმიანობით ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. ნახავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ აფინანსებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....