„ევროპული საქართველო“ არის დაინტერესებული, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს პირველ ტურებში, რაც შეიძლება მეტ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში. მიგვაჩნია, რომ ამისთვის თბილისში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მერე, საჭიროა, რეგიონებშიც მოხდეს შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს უბრალოდ მისცემს მეორე შანსს ბიძინა ივანიშვილს, რომ მეორე ტურებში იბრძოლოს. მიგვაჩნია, რომ ბევრ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების ბედი პირველ ტურებში უნდა გადაწყდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ყველგან აპირებს კანდიდატის დაყენებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი, თუმცა მათ ბუნებრივია, ამის უფლება აქვთ.”
სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ კაპანაძემ ოპოზიციის მიერ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.