ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მაპატიეთ, ეს არის სიდებილე…” – ნიკოლაძე ექსპერიმენტს საპასუხო ექსპერიმენტით პასუხობს

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანი “მთავარი არხის” დამფუძნებლის და “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ექსპერიმენტს საპასუხო ექსპერიმენტით უპასუხა. ნიკოლაძე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად იმ ადგილზე მივიდა, სადაც გუშინ ნიკა გვარამია და ელისო კილაძე იმყოფებოდნენ.

„თქვენ უყურებთ გადაცემებს, უყურებთ არაერთ არასერიოზულ ვერსიას იმ თავგამოდებული ხალხის, რომლებიც ვითომ რაღაცას იძიებენ. ნახეთ, რომ დარბოდნენ აქ დიდი შერლოკ ჰოლმსებივით, შევიდნენ შენობაში, რომელშიც უკვე ქუჩის ძაღლიც აღარ შედის, იმიტომ რომ ყველა ნამყოფია ვისაც არ ეზარებოდა და შიგნით არაფერი არ ხდება. ყველაზე საინტერესო ისაა, აქ რომ ადამიანი მოვა და იქ არ ჩავა რასაც მე თქვენ გაჩვენებთ და იმ ვერსიას არ გამორიცხავს, იმას საერთოდ გამოძიებაზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მაპატიეთ და ეს არის სიდებილე…“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....