ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩვენ თამუნას სახე ვერ ვნახეთ, ვერ ჩავკოცნეთ, იმ ქვეყნად ისე ვერ გავისტუმრეთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის, კობა თამაზაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვა, რომელიც არსებობს საქმის დროში გაჭიანურებაა. იგი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თამუნას გარდაცვალება ძალიან დიდი იდუმალებით არის მოცული. გამოძიების მიმართ პირველი კითხვა გვიჩნდება, დროში რატომ გაჭიანურდა?! ყველაფერი ეს კვირას იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ჩვენ თამუნას სახე პირადად ვერ ვნახეთ, ვერ ჩავკოცნეთ, იმ ქვეყნად ისე ვერ გავისტუმრეთ, როგორც ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრებოდა. მესმის, რომ ზაფხულია, მესმის, რომ თამუნა არაადეკვატურ სიტუაციაში გარდაიცვალა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ სახეს მაინც მოვლეარსებოდით. ამიტომ, კითხვები გვაქვს გამოძიების მიმართ. მოთმინებით ველოდებით გამოძიებას” – თქვა მან.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა სატელეფონო ჩანაწერების ამოღებასაც მოითხოვს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა, რომ მის შვილს სავარაუდოდ სამსახურეობრივი პრობლემები ჰქონდა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ტრაგედიის ინტერესის ფონზე, რა თქმა უნდა, იქნება უამრავი ვარაუდი და აზრი. ოჯახი არ აპირებს, ყველა აზრზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდებით გამოძიების დასკვნას, მის მიმდინარეობას. გამოძიება ყველაფერს სათანადოდ გასცემს პასუხს. გავაცნობიეროთ ის ფაქტიც, რომ მამა შაბათიდან დღემდე შოკირებულ მდგომარეობაშია. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა, შეიძლება, მამას უამრავი კეთილმსურველი და ა.შ. ჩასძახებდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვინ, რა უთხრა, როგორ უთხრა ეს ყველაფერი მამას უნდა ჰკითხოთ. როგორც მამა ამბობს, მას ნამდვილად დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „თქვენი შვილი მაგარ შარშია“ , მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ხდება გარკვევა იმისა, რომ … ეს ყველაფერი მოხდა აქციაზე. მოდით, დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას“ – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....