“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გიორგი შაქარაშვილის ბიძას და ოჯახის ადვოკატს, მირიან ნიკოლაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“შაქარაა ცოდვა, თორემ სინამდვილეში ქოცვაჭარი ბიძის ყველა გამოსვლა ჩემთვის დამატებითი სკანდალია! დებატებზე რომ დამიჯდეს არ უნდა – ჭკადუა და ნიკოლაძე ერთად! არადა, აგარაკი უნდა ლისზე და ძალიან ინდომებს!
p.s.ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბიძაჩემი თემური,ბიძა და მოსწრება მყავდა მე” – წერს კილაძე.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.