“არ დაიჯეროთ ზღაპრების, რომ ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებები ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება” – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
იტვირთბა....
“არ დაიჯეროთ ზღაპრების, რომ ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებები ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება” – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
კითხვაზე, ახვლედიანმა 3 ფიგურანტი დაასახელა და ვინ არიან ისინი, უპასუხა:
“ეს სამი პიროვნება არიან ისინი, ვინც ბავშვს დახვდნენ წინ და არ მისცეს გასაქანი. ამ სამი პიროვნებიდან ერთი გახლავთ სრულწლოვანი და ეს არის ჩიქოვანი, ხოლო ორი არასრულწოვანია და შესაბამისად მათ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. მათი სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე.
რეალურად ფაბულა ნამდვილად ასეთი იყო – ბოლო მტკიცებულებები რაც ჩვენ გვაქვს იმაზე მეტყველებს, რომ მოხდა გზის გადაკეტვა და მეორე მხრიდან ორი ადამიანის ჩარბენა. სამი ადამიანი გამოედევნა გიორგის ფეხით. ასეთი ვერსიაც იყო, რომ მანქანით დახვდნენ, რაც ასე არ არის. როდესაც “ტოიოტა” ჩერდება, აქედან გადმოსული ადამიანები ფეხით გამორბის ფეხით.
არ დაიჯეროთ იმ ზღაპრების, რომ ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. გეთანხმებით, რომ განსხვავებები არის. ამირხანაშვილის პირველი და მესამე ჩვენება არის აბსოლუტურად იდენტური და შევსებული, ასევე ახვლედიანთანაც. გარკვეული ხარვეზები და უზუსტობები არის, რაც სტრატეგიულ გავლენას არ ახდენდა მათ სტრატეგიულ მიმართულებაზე” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.