ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს სისტემა მოსპო სააკაშვილმა და ამ მკვდრებმა, არაფრის გამკეთებლებმა, გადმოიბარეს ასე” – მირიან ნიკოლაძე

“ზოგადად, სისტემა დღეს ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ეს სისტემა მოსპო სააკაშვილმა და ამათმა, ამ მკვდრებმა, არაფრის გამკეთებლებმა, გადმოიბარეს ასე, ჩააყენეს თავის სამსახურში. თუ უშიშროების სამსახური დღეს სუსტი მაქვს, შინაგან საქმეთ სამინისტრო თუ სუსტი მაქვს, მე არ მინდა, რომ კარგი ვიყო?! ჩემზე მეტად უნდა ვინმეს?! ეს ხომ წარმოუდგენელია, ამ ქვეყნის შვილები არ ვართ?! როდესაც ჩემ საქმეს იძიებენ, ალტერნატივა რა მაქვს? დავჯდე გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტებთან და “ბოტასასთან” ერთად ვირბინო ახლა, ვიჩაქჩაქო იქ?!”

მირიან ნიკლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....