მთავარი ციტატა

“2018 წელს ვაშაძეს ჩხარტიშვილი რომ აფინანსებდა იცოდა და მალავდა?” – ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე

“მე ქალბატონ სალომესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგი ადამიანია, მაგრამ გამიკვირდა მისგან ასეთი განცხადება. იცით, თქვენ ჩემი ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეთერი არ იყო, სადაც მე არ ვიჯექი ბატონ გრიგოლ ვაშაძის არჩევნების დროს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთელი საარჩევნო შტაბი ჩაბარებული ჰქონდა გიორგი ვაშაძეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან გიორგი ვაშაძის შესახებ ქება-დიდების გარდა არაფერი მსმენია. არც ჩხარტიშვილის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვა. მე მინდა კითხვა დავსვა ცოტა ქილიკით – ეს იცოდნენ და მალავდნენ? საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩხარტიშვილი აფინანსებდა ვაშაძეს?”

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი

ამის შესახებ ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა.

იგი გამოეხმაურა ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს.

იტვირთბა....