საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი სტელიოს პეცასი, აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მხრიდან, დასავლური სამყაროსთვის პროვოკაციაა.
„სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება და ის შოუ, რომელიც მოაწყვეს, პროვოკაციაა არა მხოლოდ ბერძნებისა და ყველა ქრისტიანისთვის, არამედ მთლიანად დასავლური და ცივილიზებული სამყაროსთვის. თურქეთის ამგვარი ქმედებები არა ძალის, არამედ სისუსტის მტკიცებულებაა. მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ იმის ძალა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის დიდება დაჩრდილონ. ამ ქმედების დაგმობა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა პეცასმა.
შეგახსენებთ, რომ 24ივლისს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ჩატარდა. ლოცვას ერდოღანიც შეუერთდა.
მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იყო დაფარული.