ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“შედეგს მივაღწიეთ, აია სოფია კვლავ მეჩეთია” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიაში ჩატარებული პირველი მუსლიმური მსახურების დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, შედეგს მიაღწიეს და აია სოფია კვლავ მეჩეთია.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აია სოფიას მეჩეთი ყველა მორწმუნისთვის ღია იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ტარდება. ლოცვას ერდოღანიც შეუერთდა.

მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იყო დაფარული.

იტვირთბა....