ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქე, რომელსაც ხე დაეცა, თბილისის მერიას მიმართავს და პასუხისმგებლობას აკისრებს

თამთა ღვანია, რომლის მანქანასაც, ჩიქოვანის ქუჩაზე გადაადგილებისას ხე დაეცა, დედაქალაქის მერიას პასუხისმგებლობას აკისრებს.

როგორც ღვანია აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის მოუკითხავს.

“თქვენი ხე დამეცა, თქვენი უყურადღებობით, უპასუხისმგებლობით, რატომ? თქვენს ვალდებულებაშია, მიაქციოთ ყველაფერს ყურადღება. კი, მაგ ხესაც (თქვენი ვალდებულებაა, მიმავალ მანქანებზე ხეები არ ეცემოდეთ მოქალაქეებს და თუ მაინც, რამე ყურადღებას აქცევდეთ), რომლესაც შეიძლება მოვეკალი გუშინ და ბოდიში, რო ცოცხალი გადავრჩი. ცოცხალიც უნდა მოიკითხოთ ადამიანი, თქვენი ვალდებულებაა”, – წერს თამთა ღვანია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩიქოვანის ქუჩაზე ხე მოტყდა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა. ავტომობილს თამთა ღვანია მართავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

იტვირთბა....