aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთის წყარო კი გაჩიანია” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.

„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე ქვეყანაში 1137 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და გვყავს 922 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული მკურნალობს, 2 მძიმე პაციენტის შემთხვევაში დღეს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია

იტვირთბა....