ახალი ამბები მთავარი სამართალი

“11-ვე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვებას ვითხოვთ” – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნად რჩება 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.

როგორც პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11 დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების ან არდატოვების საკითხი განიხილება. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ იგივეა-11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ არსებობს უამრავი არგუმენტი, იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტებია ის, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს და ასე შემდეგ, უამრავი გარემოებაა“,-განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 11 სრულწლოვანი ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს.

იტვირთბა....