ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ფოფხაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს.

“არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, შევდივართ გირაოთი. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასამართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება. საქმის გარემოებები, ტომები გასქელდა, მაშინ 7 ტომი იყო, ახლა 22-მდე ვართ ასული”, – აცხადებს ფოფხაძე.

ცნობისთვის, თენგო ბარბაქაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთია, მას ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.

იტვირთბა....