ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

თენგო ბარბაქაძის, საბა ჩხარტიშვილის, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

იტვირთბა....