“ფოსტ ფაქტუმის” ეთერში, წამყვანი გიორგი გაბუნია მაყურებელს ასე მიესალმა: “საღამო სიკვდილისა” – თქვა გაბუნიამ თავის მონოლოგში.
“საღამო მშვიდობისა!” – როგორც წესი, ასე გესალმებით ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს, მგონი ასე უნდა დავიწყო გადაცემა “საღამო სიკვდილისა.”
“სატელევიზო გადაცემები არა მარტო ჩვენს არხზე, არამედ მთელს მედიასივრცეში კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა. ასე მოკლული, ისე დამხრჩვალი, ასეთი მსხვერპლი, გვამი, კუბო, სისხლი ცხედარი და ასე და ასე შემდეგ… დღესაც ასე იქნება, სმწუხაროდ და ეს უკვე მართლა აუტანელია ჩემთვისაც და ალბათ თქვენთვისაც. ამდენი უსასრულო ლაპარაკი სულ სიკვდილზე…
უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, არა მარტო საქართვერლოში, ბევრად უარესიც ხდება, მაგრამ ასეთი ინტენსივობით კრიმინალის გაშუქება იმიტომ გვიწევს, რომ ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობაა, ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ხელისუფლება სიმართლეს გამოიძიებს, უფრო მეტიც, როცა ჭირდება, ის შეგნებულად აყალბებს სიმართლეს და ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ სხვადასხვა საქმეზე, დაწყებული თუნდაც ბოლო საქმით…” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.