ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

როდის დაიწყება კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია – შესაძლო თარიღი ცნობილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია, შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, ვაქცინის პირველად გამოყენებას მომავალ წლამდე არ უნდა ველოდოთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინის დამზადების პროცესში შესამჩნევი პროგრესი იგრძნობა, თუმცა დრო კიდევ საჭიროა, რადგან პრიორიტეტული ადამიანთა უსაფრთხოებაა.

ამ დროისთვის ვაქცინაზე 20-ზე მეტი კომპანია მუშაობს. რამდენიმე პოტენციურმა პრევენციულმა საშუალებამ კვლევების სამი ფაზა უკვე გაიარა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უხილავ მტერს 600 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა.

იტვირთბა....