გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი სოფელ მაწევანში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. სოფელ მაწევანში მცხოვრები ლანა ჩიხრაძე ყვება, რომ 18 ივლისის საღამოს მან თამარ ბაჩალიაშვილი დაინახა, რომელმაც სოფლის გზაზე მანქანით ჩაიარა.
“ზუსტად დრო არ მახსოვს მაგრამ საღამოს საათებში დავინახე პატარა, მომცრო, ნაცრისფერი მანქანა. დავინახე მხოლოდ მძღოლი, გოგონა” – ამბობს ჩიხრაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან სად მიდიოდა ის, თვითმხილველი ამბობს, რომ თამარი ავტომამაგისტრალიდან სოფლის მიმართუებით გადაადგილდებოდა, მანქანას ნელა მართავდა და სოფელში მდებარე სახლებს აკვირდებოდა.
ცნობისათვის, 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ კიდევ ის არის ცნობილია, რომ მის ავტომანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.