23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, თამარი ბოლო 4 თვე ნაღვლიანი იყო, თუმცა მიზეზს არ ამბობდა. კომენტარს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მედიასთან აკეთებს.
„უღმერთობას და უსამართლობას გაანებონ თავი, მიხედონ ერთხელ მაინც. ჩემთან დამთავრდეს, ყველა ოჯახს ელოდება, დამთავრდეს ეს ტრაგედია. მთელი ცხოვრება უნდა გავწამდე. გამორიცხულია თვითმკვლელობა, არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ნაღვლიანს ვხედავდი, გული იმიტომ მიკვდება, 4 თვეა უფრო მეტიც, არაფერს მეუბნებოდა, შვილო რა გჭირს… არ მეუბნებოდა“ – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.