ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს – ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის უფლებადამცველი, ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს

ადვოკატის თქმით, ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი დააკავეს. ღვინჯილიას სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ედავებიან. –  ამასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების ცნობით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს.

 

იტვირთბა....