მთავარი ციტატა

“სად ბანაობს?” – მაია ნიკოლეიშვილი უკრაინელ ექსპერტზე

“სად ბანაობს?” მას აქვს პირველადი ექსპერტის გარკვეული უნარ-ჩვევები, ან კათედრაზე მუშაობდა და პრაქტიკულ ექსპერტიზასთან შეხება არ ჰქონია ან ძალიან ცოტა ხანი იმუშავა სასექციოში პირველ რგოლში”

მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....