მთავარი ციტატა

“შეიძლება იყოს გამოწვეული ინექციით გარკვეული, დავუშვათ, სუიციდის ინსცენირება” – ჯიშკარიანი

“ჩვენი ექსპერტი საუბრობდა, თეორიულად, იმის ალბათობაზეც, რომ შეიძლება იყოს გამოწვეული ინექციით გარკვეული, დავუშვათ, სუიციდის ინსცენირება. არაფერია გამორიცხული, შეიძლება იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა. ჩვენი ექსპერტის განცხადებით, ზედაპირული დაზიანებების ხილვა იყო შეუძლებელი, რადგან იყო შორს წასული გვამური მოვლენები”

მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” დირექტორი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....