ახალი ამბები მთავარი

“თუ თავად „ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას” – ლია მუხაშავრია

თუკი გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე რეაგირება დაგვიანდება, გარწმუნებთ, ის გახარიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მუხაშავრიას თქმით, თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას.

„თუ კარგად დავფიქრდებით, ამ რამდენიმე თვეში გომელაურისა და გახარიას სათავეში ყოფნისას, გარწმუნებთ, ბევრი, არანაკლები უბედურება შეიძლება მოხდეს, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეწყვიტონ მოძალადეებმა, ამიტომ დაყოვნება და ლოდინი ძალიან სახიფათოა. ბოლოს და ბოლოს სამი ათეული წელია დამოუკიდებლობის შემდეგ რაღაცას კარგს ველოდებით და უფრო და უფრო უარესს კი ვიღებთ.

ვფიქრობ, დროის ლიმიტი ამოწურულია როგორც გომელაურისთვის, ისე გახარიასთვის და „ქართული ოცნებისთვის.“ თუ თავად „ქართული ოცნება“ არ მოიცილებს გომელაურს, მოუწევს, იძულებით დაემშვიდობოს გახარიას და მაშინ ყველა გეგმა, რაც გახარიას წყალობით არჩვენებში რაიმეს მიღწევას გულისხმობს, წყალში ეყრება. ამიტომ, ვფიქრობ, თავად „ოცნებამ“ უნდა იმოქმედოს და თან დაუყოვნებლივ“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

იტვირთბა....