ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მცხეთის ჰოსპიტალში ერთი უკიდურესად მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ერთი უკიდურესად მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა არ იცვლება.

„ღამის განმავლობაში ექვსი პაციენტი დაგვემატა, ოთხი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდანაა გადმოყვანილი. ზოგადად, 24 საათის განმავლობაში 14 პაციენტი არის შემოყვანილი. არიან გარდაბნის რაიონის მცხოვრებლები, ლილოს ბაზრობის რამდენიმე თანამშრომელი და გუშინ კიდევ მათი ოჯახის წევრები შემოვიდნენ.

რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლებიც მკურნალობას რეანიმაციაში გადიან. ერთი უკიდურესად მძიმე, კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იცვლება. ზოგადი მდგომარეობით, მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.

დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომლებსაც უახლოეს საათებში ბინაზე გავწერთ“, – აცხადებს მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....