aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე კენჭს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

​„მე მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში. მე აქ ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.

ეს გადაწყვეტილება მივიღე, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლებია, გაჭირვებას განიცდიან, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას, იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლებზე, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრაზე.

30 წლის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით მოვედი პოლიტიკაში, ჩვენ კომუნისტური სისტემის დამარცხება შევძელით. ჩვენ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ის წარმატება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ მაჩუქა მე და გამარჯვება, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვე, უკან დავუბრუნო ჩემს ქვეყანას, საბურთალოს მცხოვრებლებს“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

იტვირთბა....