15 წლის დაკარგული მოზარდი, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს, თავისი ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ამის შესახებ მოზარდის და “პალიტრანიუსთან” საუბრობს. მისი თქმით, მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია.
„სახლში არ დაბრუნებულა, თავისივე ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. არანაირი მოტივი არ ჰქონია, თავისი სურვილი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდა თავისუფლება და არ შეეძლო ის ეკეთებინა, რაც 15 წლის ბავშვისთვის არ შეიძლებოდა.
ოჯახში უშლიდნენ, 15 წლის ბავშვს არავინ გააკეთებინებს იმას, რაც არ არის საჭირო. ბავშვია და ასეთი გადაწყვეტილებით ვერ ხვდება რას აკეთებს. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ღამის სამ საათზე იპოვა პოლიციამ. ბავშვია და არ იცის რას აკეთებს” – განაცხადა მოზარდის დამ.
ცნობისათვის, თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგულ 15 წლის მოზარდს პოლიცია ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა.