ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყოველთვის მნიშვნელოვანია, სენატორ რიშის გზავნილს სერიოზულად მოვეკიდოთ” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აშშ-ს სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას ეხმაურება.

“სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი. იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური დახასიათება და კომენტარი საქართველოს მიმართ, იმასთან დაკავშირებით თუ რას მიაღწია ქვეყანამ, კიდევ რა მოლოდინია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და მნიშვნელოვნად აღვიქვათ ის კომენტარი და ის მესიჯი რაც მოდის სენატორი რიშისგან და ნებისმიერი სხვა წარმომადგენლისგან, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე, ვინც კარგად იცნობს ამ ქვეყანას და სურვილი აქვს მისი განვითარების და წარმატების ხილვის”, – აცხადებს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების ინიციატორი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში იყო, ინიციატივის მიზანი კი – საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირება.

იტვირთბა....