ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ჩემი ძმის ცემა ხეობაში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება, მანამდე მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მატანელები მის ცემას აპირებდნენ”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

ახმეტის მუნიცილაპიტეტის სოფელ მატანში  ადგილობრივები მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როცა ის ახმეტიდან ხეობაში ბრუნდებოდა. ხოლო, ამ ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ დუისში გუშინ მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ “მეტრონომთან” მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, დაპირისპირება დაიწყო გუშინ, როდესაც მატანელებმა სოფელ დუისში მანქანით შემთხვევით ქათამი გაიტანეს, მაგრამ დამატებითი დაპირისპირება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მის ძმა უდანაშაულოდ გაუსწორდნენ.

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩემი ძმა სცემეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს. ეს არაა სიმართლე. ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა, ჩემი ძმა წასული იყო ახმეტაში თავის საქმეზე. ამ დროს ხდება ხეობაში ინციდენტი. ამის შესახებ ჩემმა ძმამ საერთოდ არც იცოდა, ინციდენტი მოხდა თუ არა ხეობაში. როცა ბრუნდებოდა ახმეტიდან ხეობაში, გააჩერეს მატანში და შეეკითხნენ,  იყო თუ არა ქისტი, უპასუხა, რომ ის იყო ქისტი და ამის მერე დაერივნენ სოფელ მატანში და ის ფიზიკურად სცემეს. დაესივნენ მის მანქანას. მანქანაშივე გაუსწორდნენ, ჩემმა ძმამ არც კი იცოდა, რატომ დაერივნენ და გაუსწორდნენ. ის მარტო იმყოფებოდა მანქანაში,”- აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, მას წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მატანელები მისი ძმის ცემას აპირებდნენ.

“მატანელებმა იცოდნენ, რომ ჩემი ძმა არაფერ შუაში იყო და რომ ის არ იღებდა მონაწილეობას ინციდენტში. მას გაუსწორდნენ უბრალოდ იმიტომ, რომ ის არის ქისტი. მანამდე მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მატანელებმა იცოდნენ, რომ ჩემი ძმა ჩასული იყო ახმეტაში, რომელიც მალე დაბრუნდებოდა ხეობაში და ამ დროს უნდა ეცემათ.

როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, დაპირისპირებას მას შემდეგ მორჩნენ, როცა ერთ-ერთმა ნაცნობმა იცნო, თუ ვინც იყო მისი ძმა.

“ერთი მატანელი ჩემი ძმაა. მან იცნო ჩემი ძმა. რას შვებით, ეს ხომ მაჩალიკაშვილის ძმაა, რატომ სცემთო. ამის მერე დაანებეს თავი,. ჩემს ძმას წარბი აქვს გახეტქილი და თვალები აქვს ჩალურჯებული”- აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქისტი უხუცესების შეკრება მოხდა, რომელშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა.

“ქისტი უხუცესები შეიკრიბნენ და მოლაპარაკებები შედგა, რათა შერიგება რომ მოხდეს. მეც ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში. ეს ამათი საქმეა, მაგრამ ჩემი ძმა რატომ სცემეს, ეს ჩემი საქმეა. დანაც რომ გაეყარათ, თუნდაც ესროლათ, ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ტკივილიებს არ მოგვაყენებენ ისეთს, რასაც ჩვენ ვატარებთ,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის სოფელ მატანში დაპირისპირება დასრულებულია.

დღეს სოფელ მატანში პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე პირი შეიკრიბა და პანკისის ხეობაში შესასვლელი სამანქანო გზა გადაკეტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მატანელებლსა და დუისელებს შორის მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. როგორც ირკვევა, მატანელები ხადორიდან ავტომობილით ნასვამები ბრუნდებოდნენ და სოფელ დუისში, შემთხვევით, ქათამი გაიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....