ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ავტომაგისტრალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ავტომაგისტრალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტი.

სამართალდამცავებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. ამის შესახებ უწყებაში “კურიერს” განუცხადეს.

იტვირთბა....