ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„დარწმუნებული ვარ, გაქცევისთვის ემზადებოდა, რამდენიმე კვირით ადრე, აგროვებდა ფულს” – 13 წლის ილია ფილფანის მამა

13 წლის მოზარდის ილია ფილფანის მამა დაკარგული შვილის შესახებ საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ ილია გაქცევისთვის ემზადებოდა. დავით ფილფანის თქმით, ოჯახში მათ ცხოვრებისეული კონფლიქტებიც ჰქონდათ. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა, რამდენიმე კვირით ადრე, აგროვებდა ფულს და იყო დეტალები რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ კორონავირუსის გამო მოგვიწია აქ დარჩენა, გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს მეგობრები და ვერ საუბრობდა ქართულად, არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები.

წინა დღეს რაღაცაზე ვიკამათეთ. ვიყავი ერთ ადგილას სადაც ველოსიპედის კვალი იყო და ხიდზე იყო გადასული როგორც ჩანს. ვფიქრობ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც და დარწმუნებული ვართ ვიპოვით.

მინდა ვთქვა ერთი რამ, პოლიცია აქტიურად მუშაობს და ვთხოვ ნუ მომაცდენენ ხშირად და დაკითხვაზე ნუ მიძახებენ, რადგან ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული“ – განაცხადა დაკარგული მოზარდის მამამ.

ცნობისათვის, სვანეთში დაკარგულ მოზარდს უკვე მე-7 დღეა ეძებენ.

იტვირთბა....