ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

აშშ ზომებს ამკაცრებს: “საემიგრაციო ვიზა ლეგალური ბინადრების უფლებას არ წარმოადგენს, მისი მფლობელი კი შენგენის ზონიდან აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებს

საემიგრაციო ვიზა ლეგალური ბინადრების (Green card) უფლებას არ წარმოადგენს, ხოლო მისი მფლობელი შენგენის ზონის ტერიტორიიდან აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ აშშ-ში გაქცეულმა ჩინელმა ვირუსოლოგმა ამერიკულ ტელეარხთან ისაუბრა.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ვერ შეძლებენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით)  შენგენის ზონის ტერიტორიაზე, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში, – იუწყება საქართველოში აშშ–ის საელჩო.

აშშ–ის მთავრობის განკარგულება გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ  გამონაკლისი დაუშვა  ასევე უცხოეთის  გარკვეულ  მოქალაქეებზე –  ინვესტორებზე, აკადემიკოსებზე, სტუდენტებზე, სახელშეკრულებო ტრეიდერებსა და ბიზნესმენებზე.
ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან აშშ–ში ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალებულთა რაოდენობამ კი 144 ათასს გადააჭარბა.
იტვირთბა....