ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

როგორც მან ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს.

„როგორც გამომძიებელმა შემატყობინა საქმის მასალები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას გადაეცა. შესაბამისად, ჩამოვედი, რომ გავეცნო მასალებს, გავარკვიო რომელ გამომძიებელს დაეწერა საქმე. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ინფორმაციის ეგეთი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, რაც ეხება ფსიქოლოგს, წერილს, აბების არსებობას, ჩემთვის მიუღებელია. გამოძიება სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს და არავის არ ჰქონდეს იმედი, ამის პირობას ვიძლევი, რომ თუ აქ დამნაშავე გამოიკვეთა, ვინც არ უნდა იყოს, ვინმეს რამე შერჩეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....