“თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, მას აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, თუ პირებმა, ამიტომ კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედებებთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით აღკვეთოს ან დაადასტუროს გარკვეული შემხებლობები ადამიანების თუ მოვლენების გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებით.”
მამუკა ჭელიძე – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.