ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო

19 წლის ფეხბურთელის საქმის მოწმემ, გურამ ამირნახაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო. ამის შესახებ არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამირხანაშვილმა მოწმე ნახა 19 ივნისის ღამეს მანქანაში, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

“ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. მან ასევე თქვა, რომ ზ.ხ ნანახი ყავს პოლიციაში, რომელმაც მას მისცა ნამცხვარი, იმიტომ რომ მშიერი იყო. ეს ასახულია ოქმში და ხელი არის მოწერილი.

ამირხანაშვილმა თქვა, რომ ზ.ხ მანქანაშიც ნანახი ყავს. მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ-მ რამე შეურაცხყოფა მიაყენა” – განაცხადა გელხაურმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....