“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე იმ სახლის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იმალებოდა. კილაძის თქმით, სიბნელეში ამ სიმაღლიდან გადმოხტომა შეუძლებელია ისე, რომ თუნდაც, ბრეგვაძეს მობილური ტელეფონი არ დაემტვრია. ამის შესახებ იგი “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
“ფოტოგრაფის “სახლი” – ან როგორ უნდა გადახტე სიბნელეში ისე, რომ არც ტელეფონი დაგემტვრეს, არც აპარატი და არც ფეხი გაიკაწრო? ან როგორ უნდა დაიმალო მეორე სართულზე და თან თავი ამოყო და დაინახო ვინ სად გარბოდა?
#დაზარალებულია?!” – წერს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.